მოგზაურობა, სხვათა კულტურის გაცნობის გასაღები, თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი მიზანი ისეთივე მრავალფეროვანი და სხვადასხვაგვარია, როგორც  ჩვენ - ადამიანები. საუკეთესო საშუალება, მეტად გაეცნო სამყაროს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ყოველი მოგზაურობისას ფაქტობრივად სამჯერ "ვმოგზაურობთ": თავდაპირველად, ოცნებებში, შემდეგ-ცხადად და ბოლოს-მოგონებებში. ჩვენთან დაკავშირებული მოგონებები და განცდები კი დროსთან ერთად არ გაფერმკრთალდება.

 

10 მიზეზი, რის გამოც უნდა მოინახულოთ საქართველო

 

მიზეზი პირველი

          საქართველო - უძველესი ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა. ამ  თვალწარმტაც მიწაზე: ბუნება, ზღვა ,  მთა, ეროვნული ნაკრძალები,  პარკები, ისტორიისა და  კულტურის უძველესი ძეგლები, მსოფლიოში ცნობილი კურორტები, მინერალური წყაროები და ბევრი სხვა რამ არის თავმოყრილი. 

           საქართველო – ატარა სამოთხეა, ღვთისგან ბოძებული მიწა. ამას ადასტურებს ლეგენდა: როდესაც უზენაესი მიწებს ანაწილებდა, ქართველები ყველაზე გვიან გამოჩნდნენ. უზენაესმა დანანებით აღნიშნა, რომ მას მიწები აღარ დარჩა და მათი დაგვიანების მიზეზით დაინტერესდა. ქართველებმა უპასუხეს, რომ ისინი მის სადღეგრძელოს სვამდნენ, ამიტომაც შეყოვნდნენ. ღმერთი ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ მათ აჩუქა მიწა, რომელიც თავისთვის ჰქონდა შემონახული.

 

მიზეზი მეორე

           საქართველო საოცარი მხარეა, რომლის მიწა უამრავ საიდუმლოს ინახავს.  ერთ-ერთი 2005 წლის 5 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც დმანისში ისტორიამდელი ადამიანის ნაშთები-პალეოანთროპოლოგიის უკანასკნელი წლების უდიდესი სენსაცია აღმოჩინეს. დმანისის ჰომონოიდები, რომელთა ასაკიც დაახლოებით  მილიონ რვაასი ათას წელს ითვლის, აფრიკული ტომების შთამომავლებს წარმოადგენდნენ, რომლებიც საქართველოში აღმოსავლეთიდან შემოვიდნენ, ხოლო შემდგომ მათი შთამომავლები  მთელ ევროპასა და აზიაში გამრავლდნენ,- ასეთ დასკვნას აკეთებენ ცნობილი ანთროპოლოგები.

 

 

მიზეზი მესამე

          საქართველო მხარეა, სადაც პარალელურად არსებობს ორი სამყარო: "მიწისქვეშა" და "მიწისზედა".  მილიონობით წელი "იშრომა” ბუნებამ,  მიწისქვეშა შედევრების შესაქმნელად, რომლის ერთ-ერთი მაგალითია  წყალტუბოს მიდამოებშიარსებული კარსტული მღვიმე პრომეთე, რომლის სახელწოდება  ლეგენდარულ ანტიკურ გმირ პრომეთესთანაა დაკავშირებული. იგი  ლეგენდის თანახმად, კავკასიონის, კერძოდ ამ მხარის მთებზე იყო მიჯაჭვული და ასევე სათაფლიის მღვიმე ქუთაისში, სტალაქტიდების და სტალაგმიტების კონტრასტი. თითოეულ მათგანს, დარწმუნებული ვართ ზღაპარს შეადარებთ. თუკი მათ უშალოდ მოინახულებთ.

 

 

მიზეზი მეოთხე

         საქართველო საოცარი მხარეა, სადაც ბუნებამ ჯადოსნურ ინსტრუმენტად წყალი გამოიყენა.  შეგრძნებები გელით: მარტვილის, ოკაცეს, დაშბაშის კანიონების,მწვანე, ფარავანის, აბუდელაურის ტბების,კინჩხას, მახუნცეთის, გველეთის ჩანჩქერების, სხვათა და სხვათა ხილვისას.

 

მიზეზი მეხუთე

          საქართველო საოცრად ლამაზი ქვეყანაა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური,ბუნებრივი სიმდიდრით. აქ არის 4500 სახეობის ყვავილოვანი მცენარე, ფლორის უძველესი ელემენტები, რელიქტური და ენდემური მცენარეები: დეკა, ბზა, წყავი, ხურმა, როდოდენდრონი და სხვა, რომთა გაცნობა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ. მრავალფეროვანია ფაუნაც. აქ ბინადრობს  უხერხემლოთა 11 ათასზე მეტი სახეობა, 84 სახეობის მტკნარი წყლის თევზები, 12 სახეობის წყალხმელეთა ცხოველები, 52 სახეობის რეპტილიები, 109 სახეობის ძუძუმწოვრები. ამ უკანასკნელთაო ჯახის გამორჩეულად ლამაზი და ჭკვიანი წარმომადგენლები ჭეშმარიტად დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებენ ბათუმის დელფინარიუმში.

 

          საქართველო დაცული ტერიტორიების მხარეა. აქ არის 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 17 განცალკევებული, 14 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 511,1 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 7%-ია. დაცულიტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.ზემოხსენებულ ტერიტორიებს მიეკუთვნებაბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, კოლხეთი, ვაშლოვანიკინტრიში, მტირალა  და სხვა.

 

მიზეზი მეშვიდე

          საქართველო კონტრასტული კლიმატური ზონების მხარეა, რომელიც გამოცდილ ტურისტსაც კი აღაფრთოვანებს. საქართველოში ერთიორი დღის განმავლობაში შეიძლება წელიწადის ოთხივე დროში მოხვდეთთოვლიანი მწვერვალები, ნისლი და თოვლი-მთაში, ახლად ამოწვერილი ბალახი და გაზაფხულის ყვავილები -მთისძირებში და,ბოლოს, ცხელი ზაფხული მარადმწვანე პალმებს შორის -შავიზღვის სანაპიროზე.ზამთარში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში ცნობილ კურორტებზე, როგორიცაა გუდაური, გოდერძი,ბაკურიანი, სადაც ნებისმიერს შეუძლია სასურველი სირთულის ტრასისა და კომფორტული სასტუმროს შერჩევა,ზაფხულშიკი მზეუხვი შავი ზღვისპირა კურორტები- ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, გონიო, კვარიათი, სარფი გეპატიჟებათ.

 

მიზეზი მერვე

          საქართველო უძველესი მხარეასადაც მრავლადაა მოდერსნისტულ-კოლორიტული ინსტალაციები, ქანდაკებებები, ისტორიის და კულტურის უნიკალური ძეგლები.  უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ კულტურულ–საგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრში(მილიონ 500 ათასექსპონატზემეტი).

          თბილისი– საქართველოს დედაქალაქიარომლის ისტორიაც 1500 წელზე მეტს ითვლის. აქაური ტოლერანტობის მაგალითია აბანოთუბანი, რაიონი, სადაც ერთმანეთის გვერდით მოქმედებს ქართული მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანუი ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ძველი ქალაქის ქუჩებში სეირნობი, იდუმალი ადგილებს აღმოჩენგამორჩეული,უგემრიელესი სამზარეულოთი, უძველესი ციხესიმაგრე ნარიყალიდან“ გადაშლილი არაჩვეულებრივი პანორამით.

          მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქია, ქალაქიმუზეუმი ღია ცისქვეშ,ქვეყნის სულიერი ცენტრი (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი), რომლის ნაწილიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

          ქალაქი გამოქვაბული უფლისციხე(1000 წელი ჩვ. წ)- კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით 10 კმ-ში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი(1156–1202 წწ)-კლდეში ნაკვეთი ქალაქი,

          ქუთაისი კოლხეთისა და იმერეთის სამეფოს უძველესი დედაქალაქია. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. 

          ბორჯომი–ქალაქი–კურორტი, რომელიც განლაგებულია მდინარე მტკვრის ხეობაში, ცნობილია თავისი მინერალური წყლით. ბორჯომის ხეობაში 200-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რუსეთის სამეფო გვარის- რომანოვების სასახლეს, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს აშენდა.

          გონიო–აფსაროსის ციხე–სიმაგრე( I საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე ), რომის, მოგვიანებით კი ბიზანტიის იმპერიის ციტადელი, განთავსებული ბათუმის სამხრეთით, 12 კილომეტრის დაშორებით, თურქეთის საზღვართან ახლოს. ნამდვილი სამოთხეა ისტორიულ–კულტურული სიძველეების მოყვარულთათვის.

          გელათის მონასტერი-საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, კათალიკოსის რეზიდენცია XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის მშენებლობა დავით IV (აღმაშენებლმა) დაიწყო  1106 წელს.

 

მიზეზი მეცხრე

         საქართველო მხარეა, რომელიც აერთიანებს: კახეთის, მცხეთა–მთიანეთის, ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელოს, რაჭის, სვანეთის, ხევსურეთის, თუშეთის, ფშავის ეთნიკურ მიწებს. სწორედ აქედან მოდის განუმეორებელი კოლორიტი, სხვადასხვა ტრადიციის დიდი მრავალფეროვნება, უმდიდრესი ფოლკლორი, უგემრიელესი სამზარეულო, განუმეორებელი ღვინო,  დაუსრულებელი სითბო და სტუმართმოყვარეობა.