ინფორმაცია აჭარის შესახებ

          აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი კუთხეა საქართველოში. მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის პირას. როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი. აჭარაში მდებარეობს „შავი ზღვის მარგალიტად" წოდებული ქალაქი ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ 20-იან წლებში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა აგებული და დღეს-დღეობით ბევრი არქეოლოგიური სიახლის სიმბოლოა.
დამსვენებლებს განსაკუთრებით იზიდავს აჭარის ბუნება, რომელიც სხვადასხვა კლიმატურ ზონებში წარმოდგენილი და დღემდე შემონახული აქვს პირვანდელი სახე.

1.აჭარის სანაპირო

          ბათუმის სანაპიროს გარდა, აქ განლაგებულია ასევე: სარფის, გონიოს, ციხისძირის, მწვანე კონცხის და ქობულეთის სანაპიროებიც, რომლებიც მასპინძლობენ მრავალ ტურისტს და იძლევიან გარანტიას დაუვიწყარი დასვენებისა. თანამედროვე მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასთან ერთად,ბათუმის სანაპიროები გამოირჩევიან განსაკუთრებული მიკროკლიმატით.

2.ძველი ბათუმი

          ისტორიული წყაროების მიხედვით ბათუმი დაარსებული იყო ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე. პირვანდელი დასახლება ბათუმის იყო „ბათუსი", რომელიც მოიხსენიება ჯერ კიდევ IV საუკუნეშ ჩვ.წ -ამდე. საინტერესო ისტორიულმა წარსულმა უშუალოდ მოახდინა ზეგავლენა, როგორც ქალაქის ისტორიულ სიმდიდრეზე(არცთუ ისე ცოტა პროექტი განხორციელდა აქ ე.წ. პორტო-ფრანკოს პერიოდში) ასევე მის ფორმირებაზეც, როგორც პოპულარულ ტურისტულ და საპორტო ქალაქზე, როგორც კომუნისტურ ასევე პოსტკომუნისტურ პერიოდში. ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილი მოიცავს მორვაგზლის და ბულვარს შორის ტერიტორიას. ქალაქის ამ ნაწილის მშენებლობა ხასიათდება მცირე რაოდენობის სართულეებით, მრავალფეროვანი ფასადებით და ზღვის მხარეს განლაგებული კოლორიტული აივნებით.

3.ბათუმის ბულვარი.

          ზღვისპირა ბულვარის დაარსება იწყება 1881 წლიდან და მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ცნობილმა გერმანელმა მებაღეებმა რესლერმა და რეიერმა, ასევე ფრანგმა მიხაილ დალფონსმა. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად შეადგენს 7 კმ. ბულვარის სანაპირო ზოლზე მდებარეობს: კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, ბუნგალოები, საბავშვო ატრაქციონები. ბულვარი მორთულია თანამედროვე კოლორიტული ინსტალაციებით და სკულპტურებით, რომლებიც ამ ადგილს ანიჭებენ განსაკუთრებულ მიმზიდველობას ტურისტებისთვის.

4.ბოტანიკური ბაღი

          ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ბოტანიკური ბაღია მსოფლიოში - დაარსდა 1912 წელს, ცნობილი , ფიზიკური გეოგრაფიის კლასიკოსის,  ანდრეი კრასნოვის მიერ. წარმოდგენილია ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, 11 ჰექტარზე განლაგებული , 9 განყოფილებით: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუაზღვის და ამიერკავკასიის სველი სუბტროპიკების. ბოტანიკური ბაღს მონახულება შესაძლებელია, როგორც ფეხით გასეირნებით, ასევე საექსკურსიო ელექტრო ავტომობილით.

5.დელფინარიუმი

          „6 მაისის პარკის" ტერიტორიაზე განლაგებულია დელფინარიუმი , რომელიც თავისი შთამბეჭდავი შოუთი (3 ენაზე) უკვე დიდი ხანია, რაც გახდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ატრაქცია. „6 მაისის" პარკი- ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარკია საქართველოში, რომლის მშენებლობა დაიწყო 1881 წლიდან. დელფინარიუმის გარდა, პარკის ტერიტორიაზე განლაგებულია: აკვარიუმი, ზოოპარკი და საბავშვო ატრაქციონები. ასევე არ შეიძლება პარკიდან წასვლა , თუ ერთხელ მაინც  არ გადაცურე ტბა ნავით.


6. „პიაცა" ბათუმში

          „პიაცა" ბათუმში - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანია საქართველოში. პიაცას კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე: სასტუმროს, რესტორნებს, კაფე-ბარებს და ასევე მან დაიმსახურა სტატუსი, როგორც "გასართობი კომპლექსი" . აქ გამართეს კონცერტები ისეთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: პლაჩიდო დომინგო, სტინგი, მიშელ ლეგრანი, თამარ გვერწითელი, მეისი გრეი, კრის ბოტი და სხვ.

7.საბაგირო გზა „არგო"

          კულტურულ-გასართობი ცენტრი „არგო"ზღვის დონიდან 250 მეტრ სიმაღლეზე, წარმოადგენს ბათუმში განლაგებულ კომპლექს. აქედან იშლება: ქ. ბათუმის, შავი ზღვის და კავკასიის მთების განუმეორებელი პანორამები. კომპლექსს აერთიანებს : რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, პოდიუმები, დარბაზები და ტერასები. შენობის დიზაინი გაფორმებულია „არგოს" გემის სიმბოლიკით, გემით, რომლითაც იასონი და არგონავტები შემოვიდნენ საქართველოში.

8.გონიოს ციხე

          სამხრეთით, 12 კმ მოშორებით ქალაქიდან, მდ. ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე განლაგებულია გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე. საქართველოს უძველესი მოსახლეობა, სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო დასახლებული, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა, როგორც ელინისტური, ასევე ბიზანტიური და ოსმალური ეპოქის მასალები. ციხე-სიმაგრის ისტორია უშუალოდ უკავშრდება მითს არგონავტებზე, რომლის თანახმად, ამ ადგილას მეფე აიეტმა დაკრძალა საკუთარი შვილის - აფსაროსის სხეული, რომელიც მოკლა გაქცეულმა იასონმა. ზოგიერთი წყაროების მიხედვით, აქ დასაფლავებულია ერთ-ერთი 12 მოციქულთაგან- მატათა. გონიოს ციხის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს მუზეუმი.

9.მახუნცეთის ჩანჩქერი

          ჩანჩქერი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში,ზღვის დონიდან 335 მ. სიმაღლეზე, სოფ. მახუნცეთში. ჩანჩქერის სიმაღლე 50 მეტრია. ეს ადგილობრივი მაცხოვრებლების და ტურისტების საყვარელი ადგილია. ჩანჩქერის ირგვლივ არის მიმზიდველი ადგილები პიკნიკისთვის. შორიახლოს მდებარეობს „თამარ მეფის" თაღოვანი ხიდი და აჭარის „ღვინის სახლი," სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ აჭარის რეგიონის მეღვინეობის განსაკუთრებულობას.

10.სხალთას მონასტერი

          სხალთას მონასტერი განლაგებულია აჭარის ყველაზე მაღალმთიან ადგილას, ხულოს მუნიციპალიტეტში. სხალთის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის ეკლესია. ის სამნავიანი და დარბაზის ტიპისაა. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებებით, მონასტერი უნდა აგებულიყო XII ს-ის შუა ხანებში. განსაკუთრებით გამოირჩევიან მონასტრის ფრესკები, რომლებიც მიეკუთვნებიან უფრო გვიანდელ პერიოდს XIV-XVს.

         მოკლე ინფორმაცია აჭარის შესახებ:

არის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ფარგლებში
აქვს საკუთარ გერბი და დროშა
ადმინისტრაციული ცენტრი- ბათუმი
ქალაქის მოსახლეობა- 153 000
ფართობი- 2,900 კვ.კმ (ქვეყნის ტერიტორია4,2% )
საერთო საზღვრების სიგრძე - 270 კმ, (საზღვაო -57 კმ)
მოსახლეობის რაოდენობა- 336037 (82 % ქართველი)
ოფიციალური ენა - ქართული
საერთაშორისო კოდი- + 995422
ვალუტა -ლარი ( GEL)
სასაათო სარტყელი- UTC+4