ArgoTourBatumi

კუშადასისა და პამუკალეს საოცარი ტური

კუშადასისა და პამუკალეს საოცარი ტური
კუშადასისა და პამუკალეს  საოცარი ტური

                      “არგოტური ბათუმი”                                         

ეგეოსის ზღვის სანაპირო

კუშადასი, ეფესო, პამუკალე

ტურის ხანგძლივობა- 5 დღე

ტურის ღირებულება - 445,00 ლარი

ღირებულებაში შედის:

-ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით;

-სასტუმრო (საუზმით);

კვალიფიცირებული გიდის მომსახურება;

-დაზღვევა, ფოტო სესია.

 

 პირველი დღე 07:00

გასვლა ბათუმიდან

 

მეორე დღე  09:00 

      ჩასვლა  ეფესოში

       ეფესო, ანტიკური ქალაქი- ღია ცისქვეშ  მუზეუმი  მცირე  აზიაში  ყველაზე მეტად  შენარჩუნებული  ისტორიული  ობიექტია. 

  ამ ქალაქს  ეწოდა  „ქალღმერთი  არტემიდას  ქალაქი“ .  იმის გამო რომ ქალაქში იყო  არტემიდას  ტაძარი  რომელიც  მსოფლიოს  7  საოცრებიდან  ერთერთია.

   ანტიკური  ქალაქი  ეფესო  2015 წელს  იუნესკოს  მსოფლიო კულტურულ ი  მემკვიდრეობის  ძეგლთა  სიაშია  შეტანილია.

          10-00         ტურის დასაწყისი

1.ღვთისშობლის  საცხოვრებელი სახლი

2.” სურვილის  კედელი”

3. ანტიკური ქალაქი „ ეფესი“ ღია ცისქვეშ  მუზეუმი

4. ცელსის  ბიბლიოთეკა

 5. არტემიდას ტაძარი ( ნანგრევები)

სურვილის მიხედვით  იოანე  მოციქულის ტაძარი

კუშადასის   სასტუმროს      დაბინავება

თავისუფალი დრო …

 

მესამე დღე

            08-00    საუზმე სასტუმროში

        კუშადასი არის ეგეოსის  ზღვის  ყველაზე  ლამაზი  უბე,  ქალაქი საუკუნოვანი  ისტორიით,  რომელიც  მოიცავს  ზღვას,  მზეს,  ხელუხლებელ  ბუნებას.  ის  გადაიქცა  შესანიშნავ  ტურისტულ  კურორტად.  ლეგენდის  თანახმად  აქ   დასვენება  უყვარდა  თავად  ღმერთ  ზევსს. 

     ქალაქ  კუშადასის  ირგვლივ  განლაგებულია  ისეთი  ანტიკური  ხანის  ძეგლები,  როგორიცაა  ეფესი,  პრიენა,  დიდიმა  და  მილეტორსი. 

 ქალაქის დასახელება  ითარგმნება  როგორც „ ფრინველების  კუნძული“,  სადაც  საუკუნეების  მანძილზე  იკეთებენ  ბუდეს  წეროები,  მტრედები, და სხვა  ფრინველები. 

  ამჟამად  კუნძული  კონტინენტს ხელოვნური  მიწაყრილით  უკავშირდება.  

  ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ოქროს  პლაჟები და თბილი ზღვა  გართობის  მრავალფეროვანი  არჩევანის  საშუალებას  იძლევა, კერძოდ:  წყლის  თხილამურებით,  იახტებით,  სასეირნო  გემებით,  დაივინგით  და სხვა

 

          09-00  ეგეოსის ზღვა და გარუჯვა, პლაჟი,  სურვილის შემთხვევაში ქალაქის,  ციხესიმაგრის  და  ბულვარის დათვალიერება.

თავისუფალი  დრო...

 

 მეოთხე დღე

          08-00  საუზმე  სასტუმროში 

     პამუკალე, ბამბის სასახლე-თერმული კურორტი, კუშადასიდან  190 კილომეტრში მდებარეობს.

 ამ გეოთერმულ   წყაროებით  მდიდარ   ადგილს   მსოფლიოში ანალოგი არ  აქვს.

საუკუნეებით  კალციუმის კარბონატებით გაჯერების  შედეგად   მიწისქვეშა   წყაროები  ქმნიან  პატარპატარა  საცურაო  აუზებს  და  ტერასებს.

  ბანაობისათვის  აქ  გამოყოფილია  ერთი  ადგილი- კლეოპატრას  აუზი.  მონახულება  შეიძება  როგორც  დღისით  ასევე  ღამით.

მიწისქვეშა წყაროები  იერაპოლისის  ნანგრევებთან  ერთად  იუნესკოს  მსოფლიო  კულტურულ  მემკვიდრეობის  ძეგლთა  სიაშია  შეტანილი.

თუ თქვენ  ბუნებრივი  საოცრებების,  სილამაზისა  და  უძველესი  ცივილიზაციის  მოყვარული  ხართ,  მაშინ  ეს ადგილი  თქვენთვის  ზედგამოჭრილია., იჩქარეთ...

          09-00  გასვლა  პამუკალეს  მიმართულებით

          11-30  ბანაობა  კლეოპატრას  აუზში ( ჰიერაპოლისი). აქ გახლდათ  რომაელი  და  ბერძენი იმპერატორების  დასასვენებელი  ცენტრი.

ტრავენტინების  და  ცხელი  გეიზესების  დათვალიერება. აქ  შეგიძლიათ  მიიღოთ  ტალახის  და  სამკურნალო წყლის  აბაზანები.

          21-00  გასვლა  საქართველოსკენ

 

მეხუთე დღე

          16-00  საზღვრის გადაკვეთა,  სარფის  საბაჟო.

 

 

 


კონტაქტი
დაგვიკავშირდით ეხლავე
  (995422)279900 / 9060
  +995 571 307 494
  ზ.გორგილაძის (გორკის) ქ. 48
  info@argotourbatumi.ge
გაზიარება
კალენდარი
ПнВтСрЧтПтСбВс
ამინდი
ვალუტა